„თეგეტა მოტორსის" სახელით მოასპარეზე დავით საძაგლიშვილმა ამჯერად უკვე სომხეთის ქალაქ იჯევანში გამართულ ოფროუდ შეჯიბრში "ბილაინ ექსტრიმ 2012" გაიმარჯვა.
შეჯიბრი სულ სამ კატეგორიაში მიმდინარეობდა (სტანდარტული, მონსტრები, ექსტრიმი). პირველობისთვის საქართველოს, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ. "ბილაინ ექსტრიმ 2012"-დან ქართველი მოასპარეზეები ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. „თეგეტა მოტორსის" გუნდმა „მონსტრების" კატეგორიაში მეორე ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსის" გუნდმა წარმატებით იასპარეზა და გაიმარჯვა „ბაკურიანობა 2012"-ისთვის მიძღვნილ ოფროუდ შეჯიბრშიც.