დაკარგული 27 წლის ნინო მაღლაკელიძე გარდაცვლილი და დაკრძალული იპოვეს. გოგონას ოჯახი სამი კვირის განმავლობაში ეძებდა. ის ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ცხოვრობდა, სახლიდან კი 4 მარტს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დაკარგულის ნათესავებმა სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც ჩართეს. აღმოჩნდა, რომ ამოუცნობი ახალგაზრდა ქალის ცხედარი გარდაბანში მენახირემ ჯერ კიდევ 9 მარტს გაყინული იპოვა.
მისი იდენტიფიცირება მაშინ ვერ მოხერხდა, ვინაიდან გარდაცვლილს საბუთები არ ჰქონდა. ქალის ცხედარი დაკრძალეს. ახლა ჩატარებულმა იდენტიფიცირებამ კი დაადგინა, რომ ცხედარი ნინო მაღლკელიძეს ეკუთვნის. გოგონა გაყინულია. სხეულზე მას არავითარი ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, რომ გოგონას აღენიშნებოდა ფსიქიკური აშლილობა მას შემდგე, რაც იმშობიარა. ამ პერიოდის შემდეგ იგი ხშირად გადიოდა სახლიდან და რამდენიმე დღის განმავლობაში არ ბრუნდებოდა. თუმცა მშობლებისათვის აბსოლუტურად გაურკვეველია თუ რატომ წავიდა გოგონა გარდაბანში სადაც მათ ახლობლები არ ყოლიათ.