აფხაზი სეპარატისტების დელეგაცია, რომელსაც აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა უხელმძღვანელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირაკლი ხინთბას ინფორმაციით ჟენევაში სეპარატისტები გალის რაიონში არსებული დაძაბული მდგომარეობის საკითხს დააყენებენ, ასევე ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რომ "აფხაზეთის მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქადის".
"ასევე კიდევ ერთხელ განვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ე.წ. ნეიტრალური პასპორტები მიუღებელია და ამასთან ერთად აფხაზური მხარე გამოვა ინიციატივით აფხაზეთის საზღვარგარეთული პასპორტების აღიარების განხილვის შესახებ", _ აცხადებს ხინთბა.
ამავე დროს, ჯენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ასევე ისაუბრებენ აფხაზეთში არსებული ისტორიული ძეგლების მდგომარეობაზე და ამის შესახებ აფხაზური დელეგაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მონაწილეებს შესაბამის ინფორმაციას წარუდგენენ.
"რა თქმა უნდა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე რჩება თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების გაფორმება", _ აცხადებს ხინთბა.
შეგახსნებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების მე-19 უანდი ხვალ 28 მარტს გაიმართება.