NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 29% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ასახელებს. მეორე არჩევანის შემთხვევაში მას მხარს 2% უჭერს.
გამოკითხულთა 12%-ის მხარდაჭერით მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი. მეორე არჩევანის შემთხვევაში მას 4% ასახელებს.
გიორგი თარგამაძეს მხარს 5% დაუჭერდა. მეორე არჩევანის შემთხვევაშიც ქდმ-ს ლიდერს 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ორივე არჩევანის შემთხვევაში 1-1%-ი ასახელებს.
კვლევის შედეგები, რომელიც NDI-იმ პარტიებს გუშინ გააცნო, "ჯი-ეი-ენს" ქდმ-მ მიაწოდა.
NDI-მ კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3161 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ს კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.