საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად იწყება. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში დღეს იმართება.
ორდღიანი შეხვედრის დროს საუბარი იქნება ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობის ზონებზე.
კონსულტაციები საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება, რასავ ეკონომიკურ სფეროში საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა მოყვეს.