ხვალ, 28 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი მე-19 რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ძალიას გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხებს დააყენებს.
ქართული მხარე ასევე აპირებს ხაზი გაუსვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგების მნიშვნელობასაც.
მოლაპარაკებებზე განიხილავენ ასევე ფსოუს, როკისა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ტვირთების მონიტორინგის საკითხს.