პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი სპეციალურ მიმართვაზე მუშაობას იწყებს, რომელიც მოგვიანებით საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ამ განაცხადში ქართული მხარე გამოხატავს სრულ მზადყოფნას ჩაერთოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კოლტურული ძეგლების სარესტავრაციო საქმიანობაში.
განცხადებაში ასევე იქნება მოწოდება, რომ ეს სარესტავრაციო სამუშაოები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მეთვალყურეობით განხორციელდეს.
ამ მიმართვის შემუშავება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც შესაბამის უწყებებს, ბედიის მოქვისა და სხვა ტაძრების რესტავრაციის რეკომენდაციის მომზადება დაავალა.