ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს კეტრინ ეშტონიც ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას.
კეტრინ ეშტონმა აქვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში.
ამავე განცხადებაში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.