სეულში მიმდინარე ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძე უკვე შეხვდა თავის მაროკოელ და თურქ კოლეგებს. შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და უსაფრთხოების საკითხთა ფართო სპექტრი. ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებზე.
"განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი, ორმხრივი ურთიერთობები, პოლიტიკური საკითხები ეკონომიკური საკითხები და ჩვენი თანამშრომლობის საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციებში", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.