ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბოლო პერიოდში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს აშშ არ სცნობს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ვიქტორია ნულანდმა გააკეთა.
"ჩვენ ვინარჩუნებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", _ განაცხადა მან და კიდევ ერთხელ მიუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დააბრუნოს თავისი სამხედროები კონფლიქტის წინა პოზიციებზე.