რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი სახელისუფლებო დაპირისპირებას არ გამორიცხავს.
"არ არის გამორიცხული, შიდა სახელისუფლებო დაპირისპირება მოხდეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა.
თუმცა უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ მივა.
"მე მაინც მოვერიდებოდი ტერმინების ხმარებას - სამოქალაქო ომი და ა.შ.. დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე საქმე არავითარ შემთხვევაში არ მივა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოპოზიცია, ყოველ შემთხვევაში "ქართული ოცნება", მოვლენათა ასეთ განვითარებას არ დაუშვებს",_ აღნიშნა უსუფაშვილმა.