"ქართული ოცნების" პრესპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ხელისუფლება ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნით, უკანონობის დაკანონებას ცდილობს.
,,ხელისუფლებამ დაიწყო რეზერვისტების შესახებ, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, კერძოდ მუშავდება, ნებაყოფლობითი რეზერვის კონცეფცია, რითიც ხელისუფლება ცდილობს დააკანონოს რეალობა. დააკანონოს უკანონობა და კანონიერების საფუძველი შეიქმნას ალასანიას მიერ განცხადებული ფაქტების საპასუხოდ",_ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლია ალასანიამ გავრცელა ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნასთან დაკავშირებით.
,,არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფორმირებები იმიტომ იქმნება, რომ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერებისა და მომხრეების დევნა და დაშინება დაიწყოს და საჭიროების შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურება მოხდეს", _ განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.