თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, ტყეში 28 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მოსე ლუსკიშვილი, რომელიც ტყეში დაკარგულ საქონელს ეძებდა, შემთხვევით დაეცა, რა დროსაც საკუთარი სანადირო თოფიდან ტყვია გავარდა და ახალგაზრდა თავის არეში დაიჭრა.
„მოსე ლუსკიშვილი ტყეში საქონლის მოსაძებნად იყო წასული, რომელიც წინა დღეს დაკარგა. უბედური შემთხვევა დილის საათებში მოხდა. იგი ახალი დაოჯახებული იყო. მას ფეხმძიმე მეუღლე დარჩა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ლაფანყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მორის პარკინაშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.