22 აპრილს მოსკოვში "CrocusCityHall"-ში რუსი და ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება სახელწოდებით - "რწმენით, იმედითა და სიყვარულით...". კონცერტი კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნასა და მის შემოქმედებით გზას მიეძღვნება "რომელიც მრავალი წლის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის ნდობისა და მეგობრობის სიმბოლო იყო", _ წერს რუსული მედია კონცერტის ანონსირებისას. მათივე ინფორმაციით, ეს რუსი და ქართველი მომღერლების პირველი ერთობლივი კონცერტი იქნება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.
ქართული მხრიდან კონცეტრში მონაწილეობას მიიღებენ: თამრიკო ჭოხონელიძე, ბესიკ კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ზურაბ დოიჯაშვილი, კვინტეტი "ფორტე", ეკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მამუკა ონაშვილი, ირმა სოხაძე, ზურა მანაგაძე, ნინი შერმადინი, თემურ წიკლაური, ლუიზა კობალაძე, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, თამუნა ამონაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, რომა რცხილაძე, ტატო გოდერძიშვილი. თბილისიდან მოწვეულ სტუმრებთან ერთად სცენაზე გამოვლენ სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერწითელი, ვალერი და კონსტანტინე მელაძეები, დათო ხუჯაძე, დიანა ღურწკაია, ქეთა თოფურია, ირაკლი ფირცხალავა.
საღამოს სტუმრები იქნებიან ლარისა დოლინა, იოსიფ კობზონი, კონსტანტინე რაიკინი, ნიკოლაი რასტორგუევი - ჯგუფი "ლიუბე" და ოლეგ გაზმანოვი.