ბრიუსელში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სტრატეგიული სტაბილურობის საკითში, ელენ ტაუშერთან, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხები განიხილა.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეების შეხვედრისას მთავარი ყურადღება რაკეტსაწინაამდეგო თავდაცვის სისტემის პრობლემატიკას დაეთმო. განხილულ იქნა ასევე ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და მათი სამართლებლივი ბაზა.
შეგახსენებთ, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საკითხი მხარეებს შორის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება.