ქართველი პოლიტიკოსები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს ეხმიანებიან. მათი თქმით, ცხინვალში მიმდინარე არჩევნები ეთნოწმენდის დაკანონების მცდელობაა.
,,რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, ეს იმპერიალისტური რუსეთის, საბჭოთა რუსეთისა და დღევანდელი რუსეთის ქმედებებია. ამას არ ჰქვია არჩევნები, ამას ჰქვია ეთნოწმენდის დაკანონების მცდელობა. თუმცა ამის შესაძლებლობები გასულ საუკუნეებში ჰქონდა რუსეთს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამის შანსი არ არსებობს", _ განაცხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ.
შეგახსენებთ, ცხინვალში განმეორებითი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2011 წლის 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დე ფაქტო სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა.