მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში.
მსუბუქი ავტომანქანა ოქროყანის გზაზე სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
ავარიის დროს მანქანაში ექვსი მგზავრი იმყოფებოდა. ამტომაქანაში მყოფი 19 წლის გოგონა ადგილზევე გარდაიცვალა
დანარჩენი მგზავრები სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით, სასწრაფო ბრიგადების მანქანებმა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სავარაუდო ვერსიით ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.