დღეს, 25 მარტს, 19:00 სთ-ზე სტუდია ,,ლურჯა ცხენები" ა.ხორავას სახელობის მსახიობის სახლში ატარებს საქველმოქმედო კონცერტს. მონაწილეობენ: გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები, სტუდია ,,ლურჯა ცხენების" მოსწავლეეები და ქართული ესტრადის მომღერლები (ნუგზარ კვაშალი, ნინი შერმადინი, ნინი წიკლაური, ანა ხანჩალიანი და სხვ.)
კონცერტზე მოწვეული სტუმრები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ბავშვთა კრიზისული ცენტრის ბენეფიციარები, აგრეთვე ბავშვები სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.