დღეს, 24 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლი "სუხიშვილები" კონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თათული ღვინიაშვილმა განუცხდა, "კონცერტი პროექტის "ქართული ხელოვნების საღამოების ფარგლებში გაიმართება.
პროექტის ფარგლებში მაგთის ორგანიზებით კვირაში ერთხელ იმართება ღონისძიება. "ქართული ხელოვნების საღამოების" ფარგლებში საღამოები მაისის ბოლომდე გაგრძელდება.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და დიდი საკონცერტო დარბაზი.