აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის შს სამინსტროს ოფიციალური ვებ -გვერდი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რომლებიც ნიზამინსკის რაიონული მილიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს დაკავებულ იქნა სიავუშ ფარაჯევი, რომელიც საქართველოს მოქალაქის ავთანდილ ფოლადაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.