ქართული, მოლდოვური და უკრაინული პროდუქციის შემდეგ რუსეთის ომს აზერბაიჯანულ, ტაჯიკურ და უზბეკურ პროდუქციასაც უცხადებს. "როსსელხოზნადზორმა" რუსეთში, შესაძლოა, აზერბაიჯანული ჩირის შეტანა აკრძალოს. სანქცია შესაძლოა დაუწესდეს ასევე ტაჯიკურ და უზბეკურ ჩირსაც.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ სამი ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის ნაწილი მავნე ორგანიზმებაც შეიცავდა. რუსეთის სახელმწიფო უწყებამ დარღვევის შესახებ აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის შესაბამის უწყებებს უკვე აცნობა.
თუ კი ქვეყნები შესაბამის ზომებს არ გაატარებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი დამატებითი დამცავი ღონისძიებების მიღებით და პროდუქციაზე უარის თქმით იმუქრება.