ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩიკაგოში, სავარაუდოდ აღარ გაიმართება. ალიანსის გენერალურმა მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთის გადატვირთული შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო დროის შერჩევა ვერ ხერხდება.
"მე და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განვიხილეთ ჩიკაგოს შეხვედრის პერსპექტივები და მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთის გადატვირთული შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის გამო სამიტისთვის დროის შერჩევა გაგვიჭირდება. შევთანხმდით, რომ ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაიმართება",- განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ურთიერთობას ინარჩუნებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტი ჩიკაგოში მაისის ბოლოს უნდა გაიმართოს. შეხვედრის მთავარი თემა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები იქნება.