რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, თავისი ინაუგურაციის შემდეგ შემდეგ შეხვდება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ობამასა და პუტინს შორის საუბარი 10 მარტს გაიმართა.
"ობამამ დაურეკა პუტინს და მათ საკმაოდ სუბსტატიურად "გაიარეს" რუსულ-ამერიკული ურთიერთობების ასპექტები. მიღწეულ იქნა შეთანხმება უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრის შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება",_ განაცხადა ლავროვმა.