,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის თქმით, მიხელ სააკაშვილმა სამხედრო ფორმირებების შექმნა ახალაიების ოჯახს დაავალა.
,,სწორედ ახალაიებს კლანს დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი სამხედრო ფორმირებების შექმნა", _ ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,არავისთვის არაა დასამალი, რომ ჩემს მშობლიურ მხარეში სამეგრელოში აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობს ახალაიების კლანი. როლანდ ახალაია, რომელიც არის გენერალური პროკურორი, მისი ერთი ვაჟი აკონტროლებს თავდაცვის სამინისტროს შეარაღებულ ძალებს. მეორე ვაჟი შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს. სწორედ მათ დაავალა მიხელ სააკაშვილმა ამგავრი შეარარებული ფორმირებების ჩამოყალიბება", _ აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, თავად ახალაიებმა დავალების შესასრულებლად კონკრეტული ადამიანები დაიქირავეს.
,,თვად ახალაიებმა კონკტერული დავალებები მისცეს რომან შამათავს, ნუგზარ ხანგანს, სერგო უდილავას, ფრიდონ შენგელიას, თორნიკე მალაზონიას, კობა თოდუას, მამუკა იოსავას, ზაზა ჯანჯალიას, ზვიად გაგუას. ეს ის პიროვნებები არიან, რომელიც წარმოადგენენ სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს და ისინი აკონტროლებენ, აიარარებენ და აფინანსებენ ამ შეიარაღებულ ფორმირებებს",- განაცხადა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.