21 მარტს, თბილისში საქართველოსა და ლატვიის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის ინფომაციით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს ლატვიის დელეგაცია ეწვევა.
"საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და საგარეო გამოწვევებს. მხარეები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს დასახავენ", - განაცხადა კალანდაძემ.