საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრიმინოგენური გარჩევის ფაქტს გამოეხმაურა. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებს.
"ყოველდღიურ პრქტიკად იქცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. მათ შორის სიცოცხლის მოსპობის ფაქტები, რაც სამწუხაროა. თუმცა ამავდროულად უნდა ითქვას, რომ ოკუოირებულ ტერიტორიებზე შექმნილი კრიმინოგენული სიტუაციასთან მიმართებაში, ქართველ სამართლდამცველებს შეზღუდული უფლებები აქვთ.
ამასთან ნინო კალანდაძემ აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარეკების პროცესში ერთ-ერთ მთავარ საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მექანიზმის შექმნა წარმოადგენს.
,,თქვენ იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში ერთ-ერთ მთავარ საკითხს ოკუპანტთან მოლაპარაკების პროცესში წარმოადგეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნა, Gგანლაგდეს საერთაშორის საპოლიციო დანაყოფები ოკუპირებულ ტერიტორიაზე",_ განაცხადა ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო კვირის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე კრიმინიგელური გარჩევა მოხდა, რომლის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.