კონტროლის პალატის საქმიანობა ივანიშვილის რეპუტაციის შელახვას ემსახურება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონტროლის პალატა უკანონოდ ახორციელებს ივანიშვილის მხარდამჭერთა შევიწროებას და დიდი ოდენობით ჯარიმების დაკისრებით ცდილობს ცუდად წარმოაჩინოს ივანიშვილი.
მისთვის გაუგებარია, რატომ ინტერესდება კონტროლის პალატა ივანიშვილის მიერ კოალიციის წევრებისთვის ფულის ჩარიცხვით.
"ხელისუფლება იქექება კერძო პირის ჯიბეში, მაშინ, როდესაც ჩვენს ფულებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო პირებს უხდიან და ეს თანხა საკმაოდ მაღალია. კოალიციის წევრების ხელფასები კი სახელმწიფო მოხელეების ხელფასებს ბევრად აღემატება. კონტროლის პალატას რაში აინტერესებს კერძო პირის თანხები, თუ რას უხდის ის წევრებსა და კონსულტანტებს ჩვენთვის გაუგებარია'', - განაცხადა ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.