გერმანიაში პრეზიდენტს აირჩევენ. როგორც დასავლური მედია იტყობინება, არჩევნები პრაქტიკულად ცერემონიალი იქნება, რადგან ქვეყნის მმართველმა პარტიებმა კანდიდატად ერთობლივად წარადგინეს პასტორი იოჰან გაუკი.
მას ჰყავს მოწინააღმდეგე ბეატე კლარსფერდი, რომელიც ცნობილია, როგორც ნაცისტი დამნაშავეების წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, თუმცა მისი შანსები მინიმალურია.
ორი წლის წინ კანცლერმა ლერკელმა მხარი არ დაუჭირა გაუკის არჩევას, რის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი გახდა.
პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური ვულფის გადადგომის შემდეგ გახდა, რომელსაც ბრალი დასდეს თნამდებობის პირადი მიზნებისთვის გამოყენებასა და ფინანსური სარგებელის მიღებაში.
იოჰამ გაუკი უპარტიოა და იგი ცნოიბილია ადამიანის უფლებათა სფეროში საკუთარი საქმიანობით. მას არაერთხელ დაუფიქსირებია განსხვავებული მოსაზრებები ცალკეულ მოვლენებთან თუ საკითხებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები