სამხრეთ ამერიკის თორმეტმა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც უკანონოდ აცხადებენ ფოლკლენდის კუნძულებზე ბრიტანეთის სამხედრო ძალების ყოფნას.
განცხადება სამხრეთ ამერიკის ერების კავშირის - UNASUR, სახელით გავრცელდა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სამხრეთ ამერიკის მიმართ, ანქრონული კოლონიალური მიდგომის მშვიდობიან გადაწყვეტას მოითხოვენ.
ფოლკლენდის კუნძულები მნიშვნელოვანი გეოგრაფიული დატვირთვის მქონე პუნქტია, განსაკუთრებით გზად ატლანტიკის ოკეანიდან წყნარი ოკეანისკენ.
არგენტინა ფილკლენდს საკუთარ ტერიტორებად მიიჩნევს, ხოლო დიდი ბრიტანეთი მისი დათმობის საკითხს არ განიხილავს.
გასული საუკუნის 80-იან წლებში ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამხედრო კონფლიქტიც მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები