აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წმინდა პატრიკის დღესასწაულზე ვაშინგტონის ბარში Dubliner კათხა ლუდი დალია.
ობამას Dubliner-ში გამოჩენა იქ მყოფი სტუმრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ბარის მფლებელის განცხადებით, მას ობამას ვიზიტის შესახებ ხუთი წუთით ადრე შეატყობინეს.
ობამასთან ერთად ბარში მისი ორი ირლანდიელი მეგობარი იმყოფებოდა. ამერიკული მედია წერს. რომ ერთ-ერთი მათგანი ობამას შორეული ნათესავია.
გავცელებული ინფორმაციით, ბარში მყოფნი ობამას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. რამდენიმე მათგანმა პრეზიდენტისთვის ავტოგრაფის ჩამორთმევა და მასთან სურათის გადაღებაც მოახერხა.
კათხა ლუდის ჩამტავრების შემდეგ ობამამ Guinness-ი დატოვა.