სირიის დედაქალაქ დამასკოში დღეს მომხდარ აფეთქებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია დაახლოებით 97 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქებები უსაფრთხოების სამთავრობო შენობებთან მოხდა.
სირიაში უკვე ერთი წელია ანტისამთავრობო ბრძოლა მიმდინარეობს. გაეროს მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად უკვე დაღუპულია 8 ათასზე მეტი ადამიანი.