ამერიკელი სერჟანტი რობერტ ბეილსი, რომელიც 16 მშვიდობიანი ავღანელის დახოცვის ინციდენტშია გარეული კანზასის ფორტ-ლივენუარტის ციხეში გადაიყვანეს.
აშშ-ში სერჟანტი ქუვეითიდან ჩაიყვანეს. ავღანეთის ხელისუფლება მოიუთხოვს, რომ რობერტ ბეილსი ქვეყნის მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს.ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ დაღუპული ავღანელების ნათესავებთან შეხვედრისას აშშ-ს ბრალი დასდა, რომ ის არ თანამშრომლობის ამ გახმაურებული მკივლელობის გამოძიებაში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სერჟანტმა რობერტ ბეილსმა ავღანეთში სამხრედრო ბაზა თვითნებურად დატოვა და 16 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 9 ბავშვია.