მინსკის მეტროში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული ვლადისლავ კოვალიოვი სიკვდილით დასაჯეს. განცხადება ამის შესახებ მისმა კოვალიოვის დედამ ლიუბოვ კოვალიოვამ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მე მივიღე შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი სისრულეშია მოყვანილი", _ აცხადებს კოვალიოვა.
აღსანიშნავია, რომ ასევე სიკვდილით დასჯა აქვს მისჯილი ამ საქმის მეორე ფიგურანტს - დიმიტრი კონოვალოვს, რომელიც ამ საქმის ძირითადი ფიგურანტია.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტული აქტი მინსკის მეტროში 2011 წლის 11 აპრილს მოხდა. ტერაქტის შედეგად 15 ადამიანი გარდაიცვალა და 200 ზე მეტი დაიჭრა. სასამართლომ დაადასტურა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროში მიიტანა და ააფეთქა დიმიტრი კონოვალოვნა. კოვალიოვმა კი იცოდა, რომ ტერაქტი მზადდებოდა, მაგრამ შესაბამისი ორგანოებისათვის მას ეს არ უცნობებია. კოვალიოვი შეწყალებას ითხოვდა, კონოვალოვს კი ეს არ გაუკეთებია. ბელორუსის პრეზიდენტმა ამ ადამიანების შეწყალებაზე უარი განაცხადა.