ამერიკელი სამხედრო, რომელსაც 16 მშვიდობიანი ავღანელის დახოცვა ედება ბრალად, ერაყში სამხედრო სამსახურის გავლის დროს ორჯერ იყო დაჭრილი და მას მას მორიგ საშიშ წერტილში წასვლა აღარ სურდა. განცხადება ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ადვოკატი ჯონ ჰენრი ბრაუნი აცხადებს, რომ ჯარისკაცი, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, უკვე სამჯერ იმყოფებოდა ერაყში. ადვოკატმა ასევე დასძინა, რომ ავღანეთის სოფლის მცხოვრებლების დახოცვამდე ერთი დღით ადრე ბრალდებული გახდა იმის უშუალო მოწმე, თუ როგორ მოაგლიჯა ნაღმმა ფეხი მის მეგობარს.
ავღანეთში მომხდარმა ინციდენტმა ავღანეთის მთავრობასა და კოალიციის ხელმძღვანელობას შორის მდგომარეობა დაძაბა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშშ-ის ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაგეგმილზე ადრე დატოვონ ავღანეთის ტერიტორია და უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა ავღანურ არმიას გადააბარონ.