ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12 ადამიანამდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი 5 ადამიანის შესახებ.
ვერტმფრენი თურქულ კომპანიას ეკუთვნოდა და იგი ქაბულის ახლოს ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 10 გარდაცვლილი ვერტმფრენში იმყოფებოდა ორი კი ხმელეთზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი საცხოვრებელ სახლს დაეცა.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტი დაადასტურა, თუმცა კატასტროფის სავარაუდო მიზეზებზე არ უსაუბრია.