"რუსეთი, ლიბიის გამოცდილების გათვალისწინებით, სირიაში სამხედრო სცენარის განხორციელებას არ დაუშვებს", - ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა გააკეთა.
"ჩვენ ასეთი მოქმედებების განხორციელებას, გაეროს უშიშროების საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებით ლეგიტიმაციას არასოდეს მივცემთ", _ აცხადებს სერგეი ლავროვის მოადგილე და აღნიშნავს, რომ მიუღებელია ასევე მოწოდებები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომის შესახებ, ვინაიდან მხოლოდ სირიელი ხალხის გადასაწყვეტია თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს მათ ქვეყანას.