რუსეთის ხელისუფლებამ კოსოვოში მართმადიდებლური სიწმინდეების აღდგენისათვის 2 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ეს ის სიწმინდეები, რომლებივ რვა წლის წინ ალბანელებმა დაარბიეს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთმა დაზარალებული ობიექტების აღდგენისათვის 2 მილიონი დოლარი გამოყო. აღდგენითი სამუშაოები "იუნესკოს" ეგიდით განხორციელდება", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა თავის სერბ კოლეგასთან ვუკ ერემიჩთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.