ახალსოფლის მაცხოვრებლებმა სოფლის საჯარო სკოლის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანია `დეტეესი~-ს წარმომადგენლებმა ისინი სკოლის შენობის რეაბილიტაციაზე ამუშავეს, თუმცა დამქირავებელს ხელფასები ამ დრომდე არ გადაუხდია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
`რამდენიმე თვის ხელფასი გვაქვს მისაღები. ზოგს 500 ლარი, ზოგს 700 ლარი, ზოგსაც 1000 ლარზე მეტი. კომპანიის წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრებისთანავე გადაგვიხდიდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა თუ არა, კომპანიის ხელმძღვანელები გაუჩინარდნენ და ხელფასს აღარ გვაძლევენ~, - განაცხადეს ახალსოფლის მაცხოვრებლებმა.
მათივე თქმით, დახმარებისათვის ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
კომპანია `დეტეესში~ სახელფასო დავალიანების არსებობა არ უარყვეს, მაგრამ არ დააკონკრეტეს როდის გასცემენ ხელფასებს.