ევროკავშირის მხრიდან ბელორუსის მიმართ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გამკაცრების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია მას ყველანაირად დაეხმარება. ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"ეს საკითხი არა მხოლოდ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას ეხება. ეს დაკავშირებულია მთავრობათაშორის ურთიერთქმედებასთან", _ განაცხადა როგოზინმა ბელორუსის ვიცე-პრემიერთან ვლადიმერ სემაშკოსთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
"შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი - ბელორუსის წყენის უფლებას არავის მივცემთ", _ განაცხადა დიმიტრი როგოზინმა.
მისივე თქმით, დღეს გამართული შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის თავდაცვით-სამრეწველო თანამშრომლობაზე.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თებერვლის ბოლოს დაიძაბა, მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მინსკის მიმართ სანქციები გააფართოვა. ბელორუსმა თავის მხრივ კონსუტაციისათვის პოლონეთისა და ევროკავშირის ელჩები გააგზავნა. ამის საპასუხოდ ბრიუსელმა მინსკიდან ელჩები გამოიწვია.