ბრიტანულმა გაზეთმა "Guardian"-მა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ფარული მიმოწერა გამოაქვეყნა. მათ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები თითქოს არის წერილები რომელიც ბასარ ასადისა და მისი მეუღლის ასმას საფოსტო ყუთებიდან არის მოპარული.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით სამი ათას წერილზე, რომლებიც გასული წლის ივნისიდან იქნა გაგზავნილი და მიღებული. ისინი ხელში ჩაუვარდა სირიის რევოლუციის ხელმძღვანელობის უმაღლეს საბჭოს.
გაზეთის ინფორმაციით, მთელი ამ დროის განმავლობაში თავად გამოცემა ცდილობდა დაედასტურებინა ამ წერილების სანდოობა და მის მიერ ჩატარებული სამუშაოს მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ისინი მართლაც სანდოა და ნამდვილია, ყოველ შემთხვევაში დოკუმენტების იმ ნაწილში, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტებს ეხება.
გაზეთის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებულია მოპარული წერილები მხოლოდ ნაწილი, რომლებშიც განხილულია როგორც პოლიტიკური საკითხები ასევე სხვა ყოფითი პრობლემები.
წერილებიდან ირკვევა, რომ სირიის პრეზიდენტი სეიროზულად არ მიიჩნევს თავის მიერ დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს და რჩევას ირანს ეკითხება საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებით. თავის მხრივ ირანის ელჩი კი ურჩევს ბაშარ ასადს ისაუბროს ხისტად და მკაცრად იმისათვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ მათ წინაშე ნამდვილი ლიდერია, რომელიც მზადაა თავისი ქვეყანა დაიცვას.