საერთაშორისო შეჭრა სირიაში ჯერ-ჯერობით ცუდადაა გააზრებული და ამან, შესაძლოა, ქვეყანაში სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ეს განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან დევიდ კემერონთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში არსებულ სიტუაციაში სამხედრო ჩარევამ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი სიკვდილიანობა გამოიწვიოს.
ამავე დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ საერთაშორისო სამართალს "გრძელი ხელები და კარგი მეხსიერება აქვს", როდესაც საქმე ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.
გაეროს მონაცემებით, სირიაში მიმდინარე ერთწლიანი დაპირისპირების შედეგად უკვე მოკლულია 8 ათას ადამიანზე მეტი.