"უკრაინაში რუსული ფილმის "აგვისტო. რვა"-ს გაქირავების საკითხი სამუშაო რეჟიმში წყდება და იგი არავითარ პოლიტიკასთან დაკავშირებული არ არის", _ აცხადებს უკრაინის "გოსკინოს" ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი სემკინი.
"ალბათ ამ ფილმის კინოგაქირავების გამო სკანდალის ატეხვა არ ღირს. ჩვენ შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ, როგორც წარმატებულ ფიარ-ნაბიჯს, რომელიც დისტრიბუტორებმა ამ ფილმის პოპულარობის ასამაღლებლად გადადგეს. არც პოლიტიკური სარჩული და არც სხვა მიზეზი ამ დროისათვის არ არსებობს", _ აცხადებს სემკინი, რომლის სიტყვებსაც "გოსკინოს" პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან ერთად, პრესსამსახური აღნიშნავს, რომ დღეისათვის უკრაინაში ამ ფილმის ჩვენებაზე აკრძალვა არ არსებობს, უბრალოდ ფილმმა ჯერ ვერ ვერ მიიღო კინოგაქირავებისათვის საჭირო მოწმობა, ხოლო ეს პროცედურა კანონით დადგენილ 10 დღიან დოკუმენტთა შემოწმების პროცედურას გადის.