დღეს, 13 მარტს, „დემოკრატიული მოძრაობის" სათაო ოფისში „დემოკრატიული მოძრაობასა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის" ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთბლივ და შეთანხმებულ მუშაობას, რათა შევიდეს ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში და შემუშავდეს დასაქმების გრძელვადიანი თანმიმდევრული პოლიტიკა.
"აღნიშნულ საკითხებზე „დემოკრატიული მოძრაობა" ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობს და ჩამოყალიბებული აქვს შესაბამისი კონცეფცია, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ქვეყანაში: • დასაქმების გრძელვადიანი, თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას; • დასაქმებულთა დაზღვევას უმუშევრობისგან; • შრომის ბირჟების ჩამოყალიბებას; • უმუშევართა ხელშეწყობას პროფესიული გადამზადებისათვის და
ახალი სამუშაოს მისაღებად; • "ნაწილობრივად დასაქმებულის" განსაზღვრების შემოღებას", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა და პარტიის სოციალური პროგრამის თანაავტორმა თამარ ცინცაბაძემ.
რაც შეეხება ჩვენი მოქალაქეების იმ მცირე ნაწილს რომლებიც დღეს დასაქმებულნი არიან, მათთვის შრომის კოდექსი დრაკონულ ხასიათს ატარებს და აუცილებელია შევიდეს ძირეული ცვლილებები.
დამსაქმებლის ინტერესებთან ერთად, დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინება, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით აბსოლუტურად უგულვებელყოფილია!"
ასევე აღინიშნა, რომ „დემოკრატიული მოძრაობის" სოციალური პროგრამა აუცილებლად მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში უნდა იქნას გათვალისწინებული:შრომის გარემოს უსაფრთხოება;სამსახურში უსამართლო; მოპყრობისაგან დასაქმებულის დაცვა; სამსახურეობრივი მოვალეობის; შესრულების დროს მიღებული; დაინვალიდებულთა უფლებების დაცვა; ორსულთა და მცირეწლოვანთა; მშობლების სოციალური დაცვა.
"შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ ვითარებაში არსებობს სახსრები, რომ შეიქმნას სპეციალური რგოლი ხელისუფლებაში, რომელიც აღრიცხავს უმუშევრობის რაოდენობას საქართველოში. გარდა ამისა, დღევანდელი ბიუჯეტით არსებობს იმის საშუალება, რომ უმუშევრებს ეძლეოდეთ დახმარება. დღევანდელ ბიუჯეტში არის იმის სახსრები, რომ პენსია 100 დოლარი იყოს და ყველა ოჯახს ჰქონდეს მინიმალური საარსებო შემოსავალი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განუცხადა დამსწრე ჟურნალისტებს ნინო ბურჯანაძემ.