საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ყოველი კვირის სამშაბათს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე "ღია კარის" დღეებს მოაწყობს.
13 მარტს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს "ღია კარის" დღეს და იწვევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც გააჩნია კითხვები ენერგო- და წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით, სურს მეტი შეიტყოს მომხმარებელთა უფლებებზე, კომპანიების ვალდებულებებზე. ასევე, კომისიის როლზე კომპანიასა და მომხმარებელს შორის არსებული დავის დროს.
"ღია კარის" ფარგლებში, ენერგეტიკისა და წყლამომარაგების საკითხებზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ექნება საშუალება შეხვდეს კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს და გაესაუბროს მათ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და კომისიის გადაწყვეტილებები საჯაროა, "ღია კარის" ორგანიზება საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.