ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში, ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის გამო, ასობით სტუდენტი საპროტესტო აქციას მართავს.
სტუდენტებმა ქაბულიდან ყანდაღარში მიმავალი გზა გადაკეტეს. ისინი სკანდირებენ ანტიამერიკულ ლოზუნგებს და მოითხოვენ ამერიკელი ჯარისკაცის ღია სასამართლო პროცესის გამართვას.
აქციაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფიტულიც "გამოჩნდა", რომლის დაწვასაც აქციის ბოლოს აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ყანდაღარის პროვინციაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზიდან ამერიკელი ჯარისკაცი გაიქცა, რომელმაც 16 მშვიდობიანი მოქალაქე დახოცა. მოკლულთა შორის ცხრა ბავშვი და სამი ქალია.