აშშ-ის 17-მა სენატორმა მიმართა ქვეყნის თავდაცვის მდივანს ლეონ პანეტას შეწყვიტოს კონტრაქტი როსობორონექსპორტთან ავღანეთის ოპერაციისთვის ვეტმფრენების შესყიდვის შესახებ, რადგან რუსეთის აგრძელებს სირიის რეჟიმის შეიარაღებას.
სენატორები აღნიშნავენ, რომ "აშშ-ის გადასახადის გადამხდელები არ უნდა იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ახდენენ სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვის ირიბ დაფინანსებას".
როსობორონექსპორტმა და აშშ-ის თავდაცვის სამინიტრომ 2011 წლის მაისში გააფორმებს კონტრაქტი 21 MI-17В5 ვეტმფრენის მიწოდებაზე. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 900 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.