ვარძიის არქიტექტურულ კომპლექსში საკონსერვაციო სამუშაობი გაზაფხულზე განახლდება. ტურისტული სეზონის გახსნამდე, ვარძიის სამონასტრო კომპლექსისის ტერიტორიაზე დამთავლიერებლის უსაფრთხოებისთვის, მოეწყობა ლითონის მოაჯირები, მოხდება სამრეკლოზე ასასვლელი კიბის დემონტაჟი და მოეწყობა ახალი საფეხურები.
ვარძიის სამონასტრო კომპლექსში რესატვარტორები ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობენ. კლდის მოვლისა და მასზე პრევენციული სამუშაობის ჩატარების მიზნით, უკვე მიმდინარეობს ვარძიის არქიტეტურულ კომპლექსზე წარმოქმნილი ბზარებისა და ნაპრალების გამომწვევი მიზეზების დადგენა. კლდის ქვის ლაბორატორიული ანალიზებით განისაზღვრება მეთოდოლოგია, რომლის მიხედვით მიმდინარე წელსვე განხორციელდება სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობას ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, თეორიის ფაკულტეტისა და ახალციხის გრ. ხანძთელის სასულერო სასწავლებლის სტუდენტებიც მიიღებენ. პროექტში სტუდენტების ჩართულობა ხელს შეუწყობს მათი თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული უნარჩვევების ჩამოყალიბებას.
ამასთნვე, პროექტის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ სტაბილურ ანაზღაურებას, რაც სახელმწიფოსა და შესაბამისად, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლია.