სირიის ქალაქ ჰომსის კარამ -ზეითუნის რაიონში სასტიკად დახცილი 47 ქალი და ბავშვის ცხედრები აღმოაჩინეს. "სკაი ნიუსის" მიერ გღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნაპოვნია 21 ქალისა და 26 ბავშვის ცხედარი. მათ უმრავლესობას დანით სასიკვდილო ჭრილობები აქვთ მიყენებული.
სირიის ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უკვე დაადანაშაულეს ერთმანეთი ამ საზარელი დანაშაულის ჩადენაში. დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.