"წამლები, რომლებიც დაავადებებს ვერ შველიან! ", - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი "ქრონიკა" ინტერვიუს ჯანდაცვის ექსპერტს ზურაბ ფუტკარაძესთან. რომლის თქმით, პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც დაავადებებს ვერ შველიან მომავალი კვირიდან შევა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში და ჯან დაცვის სამინისტროში.
ფუტკარაძეს აღნიშნავს, რომ ეს პრეპარატები "გინდ დაგილევია, გინდ _ არა?" და ჩამოთვლას ძირადღირებული წამლებით იწყებს: "ამიქსინი", "ტიმალინ-ტიმოგენი", "იმუნომაქსი".
ჯანდაცვის ექსპერტი ჩამოთვლას გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალებებით აგრძელებს - "ანაფერონი", იგივე "ოცილოკოკციმენი", "არბიდოლი".
შემდეგი პრეპარატები ფუტკარაძესის თქმით არის, პრეპარატების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ნაწ ლავების მწავე ანთებისა დადისბაქტერიოზის დროს.
"ესენია "ლინექსი", "ბირიფორმი" და "ბიფიდუმბაქტერინი". სამივე პრობიოტიკია,
რომელთა ეფექტურობა ასევე არ არის დადასტურებული არსად", - აცხადებს ფუტკარაძე.
ასევე "ესენციალე". ექსპერტის თქმით, მას პერიოდულად უჭირავს პრეპარატების გაყიდვებში პირველი ადგილი.
შემდეგი ჯგუფი ძვირადღირებულ სეგმენტში არის თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემების სამკურნალო საშუალება _ "პირაცეტამი", "ცერებროლიზინი", "ვინპოცეტინი", "ფენოტროპილი". "აქტოვეგინი". ფუტკარაძის თქმით, "აქტოვეგინი"
არის ყველაზე ფართო მოხმარების პრეპარატი საქართველოში.
ჯანდაცვის ექსპერტი ასახელებს ისეთ პოპულარულ პპრეპარატებსაც როგორიც არის "კორვალოლი", "ვალოკარდინი", "ვალიდოლი". მისი თქმით, ამ პრეპარატების მოქმედების ეფექტურობა არის მითი, რომელიც მოდის ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან.
"მაგალითად, "კორვალოლის" და მისი უცხოური ანალოგის "ვალოკარდინის" შემადგენლობაში პიტნისა და ეთილის სპირტის გარდა შედის ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული საშუალება ფენობარბიტალი, რომლის გაყიდვაც აკრძალულია მთელ მსოფლიოში. "კორვალოლს" ვერ გაიტან აეროპორტში, სხვა ქვეყანაში, უბრალოდ, არ შეგიშვებენ.
რაც შეეხება "ვალიდოლს", ეს არის, ფაქტობრივად, პიტნის კანფეტი, რომელიც გიქმნის სრულ შეგრძნებას, რომ სუნთქვას გიხსნის. ამ დროს, "ვალიდოლს" ძალიან შორეული კავშირები აქვს მედიცინასთან. უამრავი ადამიანი ინფარქტისგან ვერ გადაურჩენიათ მხოლოდ იმიტომ, რომ სასწრაფოდან საავადმყოფომდე `"ნიტროგლიცერინის" მაგივრად "ვალიდოლი" ჩაუდევს", - აცხადებს ექსპერტი.