გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ავღანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობა ავრცელებს. იმის შესახებ, რომ მერკელი ავღანეთში ვიზიტს გეგმავდა წინასწარ ცნობილი არ იყო.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანგელა მერკელმა შესაძლოა გერმანული ჯარების სამხედრო ბაზა მოინახულოს. ავღანეთში სამხედრო სამსახურს 4,9 ათასი გერმანელი სამხედრო გადის.